თბილისი საქართველო,
ბელიაშვილის ქ. 45; 0159

+995 592 430430
info@myvet.ge

გასაყიდი ცხოველები ძაღლები

ვრცლად.....

ჩვენს შესახებ

გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას ყველა საკითხში!

ვრცლად .... ყიდვა

 

image1ჩვენს ვეტერინარულ კლინიკას და კავკასიის ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრს აქვს ოფიციალური ინფორმაცია ცხოველისა და ფრინველის ექსპორტირების შესახებ, მსოფლიოს 240 ქვეყნის მიმართულებით.
საქართველოში ჩვენს ცენტრს აქვს სრული ინფორმაცია თუ რა დოკუმენტაციას მოითხოვს საზღვრის გადაკვეთა და მიმღები ქვეყანა, სადაც გსურთ გაიყვანოთ ცხოველი ან ფრინველი. საერთაშორისო მოგზაურობისთვის გასათვალისწინებელია, რომ ყოველ ქვეყანას აქვს თავისი კლასიფიკაცია, შესაბამისად მოითხოვენ სხვადასხვა საბუთებს. ჩვენი ვეტ-კლინიკა გაგიწევთ სრულ მომსახურებას და მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას, რომ თქვენ შეძლოთ სხვადასხვა ქვეყნებში ცხოველის უპრობლემოდ შეყვანა.
იმპორტირების წესების ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი ცხოველის უსაფრთხოდ გადაყვანაში რაც მოგზაურობას უფრო სასიამოვნოს გახდის.

iგაითვალისწინეთ, გამგზავრებამდე მინიმუმ თვენახევრით ადრე მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

საზღვარგარეთ ცხოველის გასაყვანად თქვენ დაგჭირდებათ:

1. საზღვარგარეთის პასპორტი

მეპატრონედ ითვლება ის პირი, რომელსაც მფობელობაში ყავს ცხოველი ან ფრინველი, რომელიც ახდენს მის რეგისტრაციას და არის პასუხისმგებელი პირი. ყველა ცხოველს და ფრინველს ესაჭიროება საერთაშორისო პასპორტი საზღვრის გადასაკვეთად. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების მქონე პასპორტს