თბილისი საქართველო,
ბელიაშვილის ქ. 45; 0159

+995 592 430430
info@myvet.ge

დოკუმენტის შედგენა

passnew


ჩვენს ვეტერინარულ კლინიკას და კავკასიის ვეტერინარული სავაჭრო ცენტრს აქვსოფიციალური ინფორმაცია ცხოველის ადაფრინველის ექსპორტირების შესახებ, მსოფლიოს 240 ქვეყნის მიმართულებით.

საქართველოში ჩვენს ცენტრს აქვს სრული ინფორმაცია თუ რადოკუმენტაციას მოითხოვს საზღვრის გადაკვეთა და მიმღები ქვეყანა, სადაც გსურთ გაიყვანოთ ცხოველი ან ფრინველი. საერთაშორისო მოგზაურობისთვის გასათვალისწინებელი, რომყველ ავეყანას აქვს თავისი კლასიფიკაცია, შესაბამისად მოითხოვენ სხვადასხვა საბუთებს. ჩვენივეტ-კლინიკა გაგიწევთ სრულ მომსახურებას დამოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას, რომ თქვენ შეძლოთ სხვადასხვა ქვეყნებში ცხოველის უპრობლემოდ შეყვანა.
იმპორტირების წესების ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი ცხოველი სუსაფრთხოდ გადაყვანაში რაც მოგზაურობას უფრო სასიამოვნოს გახდის.

გაითვალისწინეთ, საბუთების შეგროვება უნდა დაიწყოთ გამგზავრებამდე მინიმუმ თვენახევრით ადრე.

საზღვარგარეთ ცხოველის გასაყვანად თქვენ დაგჭირდებათ:

1. საზღვარგარეთის პასპორტი

მეპატრონედ ითვლება ის პირი, რომელსაც მფობელობაში ყავს ცხოველი ან ფრინველი, რომელიც ახდენს მის რეგისტრაციას და არის პასუხისმგებელი პირი. ყველა ცხოველს და ფრინველს ესაჭიროება საერთაშორისო პასპორტი საზღვრის გადასაკვეთად. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების მქონე პასპორტს

2. მიკროჩიპი და ID ბარათი

idბევრი ცხოველი იკარგება ყოველ წელს, რომელთა უმეტესობაც სამწუხაროდ პატრონს ვერ უბრუნდება. მიკროჩიპის ჩადგმის შემდეგ ცხოველი იქნება იდეტიფიცირებული და დაგიბრუნდებათ დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში.
საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით, 6 აპრილის 2015 წლის შემდეგ, მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიცირება (ჩიპირება), დაურეგისტრირებელ ცხოველზე მეპატრონეს დაეკისრება ჯარიმა. 
ცხოველის საზღვარგარეთ გასაყვანად აუცილებელია ჩიპირება. ჩიპის ჩადგმა უნდა მოხდეს ცოფის ვაქცინის გაკეთებამდე. ჩიპი სპეციალური ნემსის საშუალებით იდგმება ცხოველის კანქვეშ. იგი შეადგენს ნუმერაციულ კოდს, რასაც თან უნდა ახლდეს საიდენტიფიკაციო ბარათი. (ტატუ მისაღებია იმ შემთხვევაში თუ ის გაკეთებულია 3 ივლისს, 2011 წლამდე და თუ არის აღქმადი).
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიყევით ბმულს, ‘სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს’ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.

http://www.animalsmonitoring.ge/img/original/2015/12/9/მოვლა-პატრონობის_წესები.pdf

3. ვაქცინაცია 

vactination

ცხოველს ესაჭიროება აცრა ცოფის წინააღმდეგ. თუ თქვენს ცხოველს გაკეთებული აქვს ცოფის აცრა მაგრამ ჩიპი არ აქვს ჩადგმული, ამ შემთხვევაში ჩიპის ჩადგმის შემდეგ კიდევ საჭიროა აცრის გაკეთება, რაც უნდა მოხდეს გამგზავრებამდე 21 დღით ადრე.

4. ცოფის ტესტის ტიტრი

rubie

თქვენს ცხოველს უნდა ქონდეს მიკრო ჩიპი ჩადგმული, შემდეგ უნდა ქონდეს ცოფის ვაქცინა გაკეთებული. ამ თანმიმდევრობით დაცვის შემდეგ უნდა დაიცადოთ 30 დღე და ცხოველს უნდა გაუკეთდეს ცოფის ტიტრი, რაც ნიშნავს ლაბორატორიულ ანალიზს იმის შესახებ ცოფის აცრა აქტიური არის თუ არა.

5. ჯანმრთელობის საერთაშორისო სერთიფიკატი


doc

ცხოველს საზღვარზე გასაყვანად მოეთხოვება ჯანმრთელობის ცნობა. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც გაცემული უნდა იყოს ვეტერინარი ექიმის ანალიზის შემდეგ ლიცენზირებული დაწესებულების მიერ. სერთიფიკატი შედგენილი უნდა იყოს გამგზავრებამდე არაუგვიანეს 21 დღის განმავლობაში.

6. კონტეინერი


cont

თვითმფრინავით მგზავრობისას აკრძალულია ცხოველის თან ყოლა, შესაბამისად ცხოველი უნდა მოთავსდეს თვითმფნინავში სპეციალურ გამოყოფილ ადგილზე. ამისათვის დაგჭირდებათ კონტეინერი, რომ ცხოველი შიგ მოათავსოთ.


7. ცხოველების დამამშვიდებელი მედიკამენტი

travel

ცხოველმა შესაძლოა ინერვიულოს, მგზავრობის შედეგად გამოწვეული სტრესის მოსახსნელად რეკომენდირებულია დამამშვიდებელი პრეპარატის მიცემა.

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ტელ: +995 571 430430
ელ.ფოსტა:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.