თბილისი საქართველო,
ბელიაშვილის ქ. 45; 0159

+995 592 430430
info@myvet.ge

ცხოველების ყიდვა გაყიდვა

ჩვენს შესახებ

   კავკასიის ვეტერინარული სავაჭრო ცენტრი და MY VET ვეტერინარული კლინიკა, მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში და ფუნქციონირებს 20 წელია. ეს გახლავთ ადგილი სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ:

  • ძაღლები
  • კატები
  • მღრღნელები
  • თუთიყუშები
  • მტრედები
  • თევზები
  • სანადირო ნივთები
  • სათევზაო ნივთები
  • საკვები და საჭირო ნივთები სხვადასხვა ცხოველების, ფრინველების და თევზებისათვის 

  ასევე ჩვენი ცენტრი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას; თუ თქვენ გნებავთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი ან/და იშვიათი ცხოველის, ფრინველის ან თევზების ჩამოყვანა, კავკასიის ვეტერინარული ცენტრი გაგიწევთ სრულ კონსულტაციას და მომსახურებას თქვენი სურვილის შესაბამისად.

   MY VET ვეტერინარული კლინიკა და კავკასიის ვეტერინარული სავაჭრო ცენტრი უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის მომსახურებას კლიენტებისთვის, ხოლო პატივცემულ და ექსპერტების მზრუნველობას ცხოველებისთვის. 20 წლის მანძილზე დაგროვოლი გამოცდილებით, საერთაშორისო მიღწევების დანერგვით ჩვენს ქვეყანაში, ვეტ-კლინიკა ანვითარებს ვეტერინარული მზრუნველობის დონეს საქართველოში.

   ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ კლიენტებს თუ როგორ უნდა იზრუნონ შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე, მათი ცხოვრების ყოველ ეტაპზე. ცხოველის ჯანმრთელობა იწყება ნათელი კომუნიკაციით. ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფს ინდივიდუალურ მომსახურებას თითოეულ პაციენტზე. MY VET კლინიკის ვეტერინარები მუშაობენ ვეტერინარული ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების გათვალისწინებით და თანამედროვე მიდგომებით. ჩვენს ვეტერინარ ექიმებს და ექთნებს, შინაური ცხოველების მიმართ აქვთ თბილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება, ნებისმიერი პროცედურის თუ ქირურგიული ჩარევის დროს.

   როდესაც თქვენ ეძებთ ვეტერინარულ კლინიკას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, მნიშვნელოვანია უმაღლესი დონის სერვისი და ზრუნვა, ვინაიდან ცოცხალ არსებასთან გაქვთ შეხება. MY VET კლინიკა დაკომპლექტებულია ექსპერტი ვეტერინარული გუნდისაგან, რომლებიც თქვენი ცხოველის ჯანმრთელობას დაიცავენ შესაძლებლობების მაქსიმუმით. ჩვენს კლინიკაში გარანტირებულია სისუფთავე, კომფორტი და ეფექტურობა.
   წელიწადში ერთხელ აუცილებელია თქვენი შინაური ცხოველი წაიყვანოთ ჯანმრთელობის შესამოწმებლად. სრული ფიზიკური გამოკვლევა გულისხმობს, რომ ცხოველი შემოწმდება თავიდან კუდის დაბოლოებამდე. მნიშვნელოვანია გქონდეთ ცხოველის ჯანმრთელობის ისტორია, რაც შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში რეგისტრაციის შემდეგ, სადაც აღწერილი იქნება ყველა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დეტალები, ასევე ქცევის ნორმები.

laliMY VET კლინიკისა და კავკასიის ვეტერინარული სავაჭრო ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ვეტერინარი ექიმი ლალი ვაშაკიძე. მისმა სამუშაო და კარიერულმა გამოცდილებამ, მას მისცა საშუალება ეზრუნა საქართველოში ვეტერინარული განვითარებისთვის და მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის.

1987-1992 წლებში ზოო-ვეტერინარული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1992-1996 წლებში კითხულობდა ლექციებს, ზოო-სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის, ქირურგიის გათედრაზე უფროსი მასწავლებლად.

1996 წელს უკვე აარსებს ვეტერინარულ კლინიკას და ხელმძღვანელობს საქართველოს ცხოველთა და ფრინველთა ბაზარს.

1996-2008 წლებში კითხულობდა ლექციებს ასაკობრივ ფიზიოლოგიაში, ს.ს. ორბელიანი სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

2002-2003 წლებში იყო სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის უფროსის მოადგილე.

2002-2004, საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის, ეპიზოოტიური სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2004-2006, თბილისის ვეტერინარიის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2005-2008, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი.

2006-2008, არჩეულ იქნა საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავჯდომარედ, სადაც მისი მართვის ვალდებულებებში სხვა მიმართულებებთან ერთად შედიოდა საკვების სახელმწიფოებრივი კონტროლი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ყოველწლიური პროგრამის შესაბამისად, საკვების უსაფრთხოება და ხარისხი, რისკების მენეჯმენტი და კომუნიკაცია.

1996- დღემდე ხელმძღვანელობს კავკასიის ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრს, მასთან არსებული MY VET კლინიკას და ვეტერინარულ აფთიაქს.

2016 წელს არჩეული იქნა საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტად, სადაც აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში უახლესი ვეტერინარული მიღწევების და ტექნოლოგიური განვითარებების დანერგვაში.
ავტორია მრავალი პუბლიკაციების, ასევე წიგნის ძაღლების მოყვარულთა მეგზური. მიღებული აქვს სხვადასხვა დიპლომ-სერტიფიკატები.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეისწავლა ახალი ტექნოლოგიები და მათი მუშაობის პრინციპები.

   ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან დახმარება გაუწიონ თქვენს შინაურ ცხოველს თუ ფრინველს. მათ კარგად ესმით, რომ მეპატრონეების უმეტესობა თავიანთ ცხოველებს ოჯახის წევრებად მიიჩნევს.