თბილისი საქართველო,
ბელიაშვილის ქ. 45; 0159

+995 592 430430
info@myvet.ge

ჩიპი / ID ბარათი

 

idბევრი ცხოველი იკარგება ყოველ წელს, რომელთა უმეტესობაც სამწუხაროდ პატრონს ვერ უბრუნდება. მიკროჩიპის ჩადგმის შემდეგ ცხოველი იქნება იდეტიფიცირებული და დაგიბრუნდებათ დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში.
საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით, 6 აპრილის 2015 წლის შემდეგ, მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიცირება (ჩიპირება), დაურეგისტრირებელ ცხოველზე მეპატრონეს დაეკისრება ჯარიმა. 
ცხოველის საზღვარგარეთ გასაყვანად აუცილებელია ჩიპირება. ჩიპის ჩადგმა უნდა მოხდეს ცოფის ვაქცინის გაკეთებამდე. ჩიპი სპეციალური ნემსის საშუალებით იდგმება ცხოველის კანქვეშ. იგი შეადგენს ნუმერაციულ კოდს, რასაც თან უნდა ახლდეს საიდენტიფიკაციო ბარათი. (ტატუ მისაღებია იმ შემთხვევაში თუ ის გაკეთებულია 3 ივლისს, 2011 წლამდე და თუ არის აღქმადი).
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიყევით ბმულს, ‘სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს’ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.

http://www.animalsmonitoring.ge/img/original/2015/12/9/მოვლა-პატრონობის_წესები.pdf

 

chipmicrochip